Saturday, May 18, 2013

პროექტის გეგმა



სასწავლო პროექტი - Let’s introduce Georgia to  foreigners


I.  პროექტის სახელი:
 " Let’s introduce Georgia to  foreigners”
II.  პროექტის მთავარი იდეა  1 - 2 წინადადებით:
გავაცნოთ უცხოელებს საქართველოს მრავალფეროვნება და ერთ პატარა ქვეყანაში მოქცეული მრავალმხრივი სიმდიდრე.
III.   პროექტის მიზნები:
·        მოსწავლეებში კვლევითი უნარ - ჩვევების განვითარება.
·        ზეპირი და წერითი კომუნიკაციის განვითარება ინგლისურ ენაზე.
·        საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
·        მოსწავლეებში ინოვაციურობის, კოლაბორაციის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
·        საკუთარი ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება და გაგება ინტერნეტისა  და საკუთარი კვლევების საფუძველზე.

IV.  პროექტის ამოცანები:
     1. საქართველოს ხედების დათვალიერება და ინფორმაციის გამზადება ქვეყნის ცალკეული კუთხეების შესახებ.
           აქტივობები: 
  • ექსკურსიები;
  • მასალების მომზადება ისტორიული ძეგლების მნიშვნელობასა და შინაარსზე ( ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გადმოცემა) ;
  • გაკვეთილი: "Let's speak about Georgia";
  • პრეზენტაციები 
      2. ქართული უნარ–ჩვევების, ქართული ტანსაცმლის, ხალხური სიმღერებისა და    ცეკვების დემონსტრირება .
 
              აქტივობები:
  • ხალხური ტანსაცმლის დემონსტრირება;
  • ქართული ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების დემონსტრირება;
  • ოჯახური საქმიანობები: ძროხის მოწველა, ყველის დამზადება;
  • მასალების აღნუსხვა ციფრული კამერით, დამუშავება კომპიუტერში და ვებ–გვერდზე წარმოდგენა;
  • პრეზენტაციები
      3. ქართული სამზარეულოს წარმოჩენა, ქართული სუფრა, მოლხენა სუფრასთან.
      
                  აქტივობები: 
  • კერძების მომზადების დემონსტრირება;
  • სუფრის გაშლა;
  • მოლხენა სუფრასთან, სადღეგრძელოები;
  • პრეზენტაციები.
    4. აბაშის რაიონის მაგალითზე სოფლის ცხოვრების ჩვენება.
 
             აქტივობები:
  • მასალების მოპოვება;
  • ინტერვიუს აღება უცხოელისაგან;
  • აბაშის ლამაზი ადგილების დემონსტრირება;
  • ფოტოკოლაჟის შექმნა სოფლის ცხოვრების შესახებ.
    5. პროექტის შეფსება:
პროექტის მიმდინარეობისას ადგილი ექნება სამუშაოების წარმართვის მონიტორინგს, ხოლო დასასრულს მოხდება შემდეგი უნარების შეფასება:
  • ინფორმაციის მოძიების ( დაკვირვებით, გამოკითხვით, პრეზენტაციების მოსმენით );
  • კომუნიკაციის ( დაკვირვებით, გამოკითხვით );
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ( მოკვლეული მასალების, სლაიდების დათვალიერება, პრეზენტაციების მოსმენა, თვითშეფასების გაკეთება, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის შედგენა );
  • კვლევის შედეგების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების ( მონიტორინგების შედეგების განხილვით, პრეზენტაციებით, გასაუბრებით ჯგუფის წევრებთან, პროექტის შედგენისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების ხარისხის შემოწმებით );
  • თვალსაჩინოებების შექმნით ( შექმნილი მასალების დათვალიერებით ).
  V.   პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები )ვადები:
   აქტ. 1. მოსწავლეების შეკრება და მათთვის პროექტის არსის გაცნობა. ( 14.03 )
  აქტ. 2. პირველადი საკითხების გადაწყვეტა, მოსწავლეების მიერ კითხვების დასმა    განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ, საქმეების გადანაწილება თავიანთი სურვილის მიხედვით. (17.03 – 18.03 )
  აქტ. 3.  საქმიანობების ორგანიზება ( 19.03 – 22.03):
  • ჯგუფებად დაყოფა;
  • განსახილველი საკითხების გადანაწილება ( არჩევა მოსწავლეთა მიერ );
  • კონკრეტული დავალებების მიცემა.
  აქტ. 4. მუშაობის მსვლელობა ( 24.03 – 7.05 ):
  • მოსწავლეთა ერთი ნაწილი იმუშავებს საქართველოს ისტორიული და დასავენებელი ადგილების, აბაშის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების მოძიებაზე;
  • მეორე ნაწილს დაევალება - ქართული სამზარეულოსა და  სოფლის ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვება და წარმოდგენა;
  • მესამე ნაწილი იმუშავებს ქართული ტრადიციული ცეკვა - სიმღერისა ქართული ტრადიციული სამოსის წარმოჩენაზე;
  • მეოთხე ნაწილი აიღებს ინტერვიუს აბაშაში მყოფ უცხოელ მოხალისე მასწავლებელისგან და ორგანიზებას გაუკეთებს ჩანახატებისა და ესსეების მომზადებას.
  • მეხუთე ნაწილი მასწავლებელთან ერთად მონიტორინგს გაუწევს პროექტის მსვლელობას. ( მთელი პროექტის მანძილზე )
  აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
მოძიებულ და დამუშავებულ  მასალას წარვუდგენთ აუდიტორიას, მივცემთ საბოლოო სახეს და შემდეგ განვათავსებთ ბლოგზე ( 10.05 – 16.05 ).

VI.   მონაწილეთა ასაკი/კლასი: VI, VII, IX კლასი
VII.   ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე.
VIII.   მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • ფოტო და ვიდეო მასალა
  • პრეზენტაციები
  • ნახატები
  • ესსები
  • შთაბეჭდილებების ფურცლები
  • ჩანახატები
  • ინტერვიუ
  • გამოფენა - საგამოფენო სტენდები ფოტოსურათებითა და საკუთარი ნახატებით.
  • ლაშქრობები
  • ექსკურსია
  • პროექტის ვებ-გვერდი.
IX.   პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • კომპიუტერი,
  • პრინტერი
  • ინტერნეტი
  • ციფრული კამერა
  • პროექტორი
  • საჭირო ლიტერატურა
  • ფორმატისა და თაბახის ფურცლები
  • ფანქრები და კალმები
  • მარკერები
X.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
  ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია,  გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა.  გაიწაფებიან ისტ-ში ( შეეძლებათ  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება, ვებ-გვერდის შექმნა)
XI.   პროექტის ხელმძღვანელი :  ინა გერსამია, აბაშის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
XII.  პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  i.gersamia@yahoo.com
XIII. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: inagersamia.blogspot.com/

No comments:

Post a Comment