Saturday, May 18, 2013

პროექტის გეგმა



სასწავლო პროექტი - Let’s introduce Georgia to  foreigners


I.  პროექტის სახელი:
 " Let’s introduce Georgia to  foreigners”
II.  პროექტის მთავარი იდეა  1 - 2 წინადადებით:
გავაცნოთ უცხოელებს საქართველოს მრავალფეროვნება და ერთ პატარა ქვეყანაში მოქცეული მრავალმხრივი სიმდიდრე.
III.   პროექტის მიზნები:
·        მოსწავლეებში კვლევითი უნარ - ჩვევების განვითარება.
·        ზეპირი და წერითი კომუნიკაციის განვითარება ინგლისურ ენაზე.
·        საგაკვეთილო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
·        მოსწავლეებში ინოვაციურობის, კოლაბორაციის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
·        საკუთარი ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება და გაგება ინტერნეტისა  და საკუთარი კვლევების საფუძველზე.

IV.  პროექტის ამოცანები:
     1. საქართველოს ხედების დათვალიერება და ინფორმაციის გამზადება ქვეყნის ცალკეული კუთხეების შესახებ.
           აქტივობები: 
  • ექსკურსიები;
  • მასალების მომზადება ისტორიული ძეგლების მნიშვნელობასა და შინაარსზე ( ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გადმოცემა) ;
  • გაკვეთილი: "Let's speak about Georgia";
  • პრეზენტაციები 
      2. ქართული უნარ–ჩვევების, ქართული ტანსაცმლის, ხალხური სიმღერებისა და    ცეკვების დემონსტრირება .
 
              აქტივობები:
  • ხალხური ტანსაცმლის დემონსტრირება;
  • ქართული ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების დემონსტრირება;
  • ოჯახური საქმიანობები: ძროხის მოწველა, ყველის დამზადება;
  • მასალების აღნუსხვა ციფრული კამერით, დამუშავება კომპიუტერში და ვებ–გვერდზე წარმოდგენა;
  • პრეზენტაციები
      3. ქართული სამზარეულოს წარმოჩენა, ქართული სუფრა, მოლხენა სუფრასთან.
      
                  აქტივობები: 
  • კერძების მომზადების დემონსტრირება;
  • სუფრის გაშლა;
  • მოლხენა სუფრასთან, სადღეგრძელოები;
  • პრეზენტაციები.
    4. აბაშის რაიონის მაგალითზე სოფლის ცხოვრების ჩვენება.
 
             აქტივობები:
  • მასალების მოპოვება;
  • ინტერვიუს აღება უცხოელისაგან;
  • აბაშის ლამაზი ადგილების დემონსტრირება;
  • ფოტოკოლაჟის შექმნა სოფლის ცხოვრების შესახებ.
    5. პროექტის შეფსება:
პროექტის მიმდინარეობისას ადგილი ექნება სამუშაოების წარმართვის მონიტორინგს, ხოლო დასასრულს მოხდება შემდეგი უნარების შეფასება:
  • ინფორმაციის მოძიების ( დაკვირვებით, გამოკითხვით, პრეზენტაციების მოსმენით );
  • კომუნიკაციის ( დაკვირვებით, გამოკითხვით );
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ( მოკვლეული მასალების, სლაიდების დათვალიერება, პრეზენტაციების მოსმენა, თვითშეფასების გაკეთება, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის შედგენა );
  • კვლევის შედეგების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების ( მონიტორინგების შედეგების განხილვით, პრეზენტაციებით, გასაუბრებით ჯგუფის წევრებთან, პროექტის შედგენისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების ხარისხის შემოწმებით );
  • თვალსაჩინოებების შექმნით ( შექმნილი მასალების დათვალიერებით ).
  V.   პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები )ვადები:
   აქტ. 1. მოსწავლეების შეკრება და მათთვის პროექტის არსის გაცნობა. ( 14.03 )
  აქტ. 2. პირველადი საკითხების გადაწყვეტა, მოსწავლეების მიერ კითხვების დასმა    განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ, საქმეების გადანაწილება თავიანთი სურვილის მიხედვით. (17.03 – 18.03 )
  აქტ. 3.  საქმიანობების ორგანიზება ( 19.03 – 22.03):
  • ჯგუფებად დაყოფა;
  • განსახილველი საკითხების გადანაწილება ( არჩევა მოსწავლეთა მიერ );
  • კონკრეტული დავალებების მიცემა.
  აქტ. 4. მუშაობის მსვლელობა ( 24.03 – 7.05 ):
  • მოსწავლეთა ერთი ნაწილი იმუშავებს საქართველოს ისტორიული და დასავენებელი ადგილების, აბაშის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების მოძიებაზე;
  • მეორე ნაწილს დაევალება - ქართული სამზარეულოსა და  სოფლის ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვება და წარმოდგენა;
  • მესამე ნაწილი იმუშავებს ქართული ტრადიციული ცეკვა - სიმღერისა ქართული ტრადიციული სამოსის წარმოჩენაზე;
  • მეოთხე ნაწილი აიღებს ინტერვიუს აბაშაში მყოფ უცხოელ მოხალისე მასწავლებელისგან და ორგანიზებას გაუკეთებს ჩანახატებისა და ესსეების მომზადებას.
  • მეხუთე ნაწილი მასწავლებელთან ერთად მონიტორინგს გაუწევს პროექტის მსვლელობას. ( მთელი პროექტის მანძილზე )
  აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
მოძიებულ და დამუშავებულ  მასალას წარვუდგენთ აუდიტორიას, მივცემთ საბოლოო სახეს და შემდეგ განვათავსებთ ბლოგზე ( 10.05 – 16.05 ).

VI.   მონაწილეთა ასაკი/კლასი: VI, VII, IX კლასი
VII.   ვადები / ხანგრძლივობა: ორი თვე.
VIII.   მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • ფოტო და ვიდეო მასალა
  • პრეზენტაციები
  • ნახატები
  • ესსები
  • შთაბეჭდილებების ფურცლები
  • ჩანახატები
  • ინტერვიუ
  • გამოფენა - საგამოფენო სტენდები ფოტოსურათებითა და საკუთარი ნახატებით.
  • ლაშქრობები
  • ექსკურსია
  • პროექტის ვებ-გვერდი.
IX.   პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • კომპიუტერი,
  • პრინტერი
  • ინტერნეტი
  • ციფრული კამერა
  • პროექტორი
  • საჭირო ლიტერატურა
  • ფორმატისა და თაბახის ფურცლები
  • ფანქრები და კალმები
  • მარკერები
X.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
  ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია,  გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა.  გაიწაფებიან ისტ-ში ( შეეძლებათ  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება, ვებ-გვერდის შექმნა)
XI.   პროექტის ხელმძღვანელი :  ინა გერსამია, აბაშის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
XII.  პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  i.gersamia@yahoo.com
XIII. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: inagersamia.blogspot.com/

Georgian traditional clothes


















Summary Presentation




Video :












Georgian Dance and Song

 Video :



how we worked on the project























Lesson about Georgia

The lesson – Let’s speak about Georgia

საგანი
ინგლისური ენა
პედაგოგი
ინოლა გერსამია
მოსწავლეთა რაოდენობა
6
გაკვეთილის თემა
Let’s speak about Georgia
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს, ისაუბრებენ საქართველოს შესახებ. შეძლებენ თავიანთი ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაციის წერილობით ჩამოყალიბებას, გააკეთებენ ფოტოკოლაჟს საქართველოს შესახებ.
გაკვეთილის მიზნები
·         საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ინგლისურად თარგმნა.
·         ლექსიკის, გრამატიკის, სამეტყველო ფუნქციების განვითარება.
·         ტექსტზე მუშაობის, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარების გამომუშავება.
·          გავარჯიშება წერით და ზეპირ ასპექტში.
·         ახალი ლექსიკური ერთეულების შემოსვლა
 
და კონტექსტში გამოყენება.
·         მოსწავლეთა თანამშრომლობა ჯგუფში.
·         ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება სწავლის პროცესში.
·         შეძლონ მარტივი პრეზენტაციის გაკეთება.
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორი
მოსწავლე იცავს  ინგლისური  ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას და აქვს სათანადო გამოთქმა.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი, რომ ისაუბრონ და წერილობით ჩამოაყალიბონ მოკლე ინფორმაცია საქართველოს შესახებ. შეუძლიათ კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობა და ინფორმაციის მოძიება – დალაგება. საქართველოს ისტორიის შესახებ აქვთ სათანადო ცოდნა.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ხდება შეფასების რუბრიკის გამოყენებით. შეფასდება: საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა , ზეპირი მეტყველება,  წერითი სამუშაო.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ინტერნეტიდან ამოღებული მასალა (http://www.georgiantours.ge/geotour/aboutgeo.htm), რვეული, კალამი, ცარცი, დაფა, თაბახის ფურცლები, მარკერები.
ტექნიკური რესურსები: აუდიო მოწყობილობა, კომპიუტერი,  (პროგრამა Power Point-ით მომზადებული საპრეზენტაციო ფაილი: Our Georgia” 
  
  

Video : 

#
შეფასების კრიტერიუმები
5
6
7-8
9-10
1.
საპრეზენტაციო მასალის მომზადება




2.
პრეზენტაციის წარდგენა




3.
შეძლონ  გაბმულად საუბარი




4.
შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა




5.
წერილობითი ინფორმაციის გამართულად გადმოცემა






არადამაკმაყოფილებელი  - 5
დამაკმაყოფილებელი        - 6
კარგი                                  - 7-8
საუკეთესო                         - 9-10